Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#BMG4Business - “თურქეთიდან კატასტროფულად დაბალ ფასებში ხდება ცემენტის შემოტანა”

BM.GE
29.10.20 23:29
452
“თურქეთიდან კატასტროფულად დაბალ ფასებში ხდება ცემენტის შემოტანა”- ამის შესახებ BM.GE-ის ცემენტის მწარმოებელი კომპანია ლაფარჟეს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა გივი ელოშვილმა განუცხადა. როგორც ელოშვილი ამბობს, თურქეთიდან ცემენტი, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, მას შემდეგ რაც თურქეთის მთავრობამ ადგილობრივ მწარმოებლები დაასუბსიდირა, ქართულ ბაზარზე ცემენტი 30-35 ლარით ნაკლებ ფასად შემოდის, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს აზარალებს. ელოშვილი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემაზე არაერთხელ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც პასუხის მოლოდინში არიან. სექტორის მოთამაშეები ანტიდემპინგური კანონის მიღებას ითხოვენ.