Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

21 წლამდე პირებს აზარტული და მომგებიანი თამაშობები ეკრძალებათ

59f877a8a4f93
BM.GE
31.10.17 17:14
1018
21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას სათამაშოდ დაშვება კანონით აიკრძალება, - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდება.

კანონპროექტის თანახმად დგინდება ახალი სამართალდარღვევები და შესაბამისი პასუხისმგებლობები. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით . 

წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით. განმაორების შემთხვევაში - 40 000 ლარით.

კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.