Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მიკროავტობუსებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მერიამ კომპანიას ერთთვიანი ვადა მისცა

5a6b5abb783b0
BM.GE
27.01.18 18:10
886
მიკროავტობუსებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად „თბილისის მიკროავტობუსს“ ერთთვიანი ვადა აქვს მიცემული,- ამის შესახებ მერის მოადგილე მაია ბითაძემ "საქმიანი დილის' ეთერში განაცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, კონდინცირების და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გარდა, ამ დრომდე სამარშუტო ტაქსების მძღოლები ხშირად არღვევდნენ საგზაო წესებისაც, რაზეც შსს-ს მხრიდან რეაგირება, ფაქტობრივად, არ ხდებოდა.

"ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია კომპანიასთან რომელიც ჩვენი ნებართვის მფლობელია და ფაქტიურად ოთხ კომპანიას წარმოადგენს. წინა კვირაში დაგვპრიდნენ, რომ რომ 1 თვის ვადაში წარმოგვიდგენენ სრულ სურათს, როგორ მოახერხებენ გადაწყობას და როგორ შეასრულებენ პირნათლად სანებართვო პირობებს. ეს გულისხმობს რამდენიმე კომპონენტს: ეს არის თავად სამარშუტო ტაქსების გადაადგილების თემა, ჩვენ ვიცით რომ შსს-ს ისედაც შეუძლია დააჯარიმოს სამურშუტო მანქანის მძღოლი, თუ ის არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. ჩვენ ამაზე გვაქვს შსს-თან კომუნიკაცია და კიდევ გვექნება, იმისთვის რომ არ იყოს ვინმესთვის გამონაკლისი.

ასევე, დაძრულია თვითონ სამარშუტო ტაქსების შიგნით ჰიგიენური ნორმების დაცვის თემა.

პრობლემად რჩება სამარშუტო ტაქსებში ადამიანთა რაოდენობა, იგივე კონდენცირების საკითხი და ჩვენ ამ კუთხით ვემზადებით ძალიან აქტიურად. სამარშუტო ტაქსების წარმოამდგენელმა კომპანიამ იცის, რომ მათ მიმართ ძალიან მომთხოვნი ვიქნებით“,-განაცხადა ბითაძემ.