Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მამუკა ხაზარაძე ლარის გაუფასურებაზე: დროებითი და ჩვეულებრივი მოვლენაა

59fc15fda28a3
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.17 11:30
1029
ეს არის აბსოლუტურად დროებითი მოვლენა,- ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ლარის კურსის გაუფარებასთან დაკავშირებით აცხადებს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია.

"შარშანდელ ციფრებსაც თუ გადახედავთ, ზუსტად ამ დროს ხდებოდა იგივე. ეს არის აბსოლუტურად დროებითი მოვლენა. ეკონომიკას ახასიათებს მსგავსი რამ, ეს შეიძლება ტურიზმს მივაწეროთ, შეიძლება სხვა რამეს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რაც ყველაზე მთავარია, ლარს გააჩნია სტაბილური გამყარების ტენდენცია და არ სცდება დაშვებულ ჩარჩოებს. ნორმალური პროცესია",- აცხადებს ხაზარაძე.