Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო

5a1c29973b5b7
BM.GE
27.11.17 19:04
714
ევროკავშირმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე ოპერატიული ჯგუფი მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 100 000 ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა რუსულ მედიაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

2018 წლიდან კი ევროკავშირი დამატებითი დაფინანსების გამოყოფას დაიწყებს. როგორც ცნობილი გახდა, თანხები რუსული მედიის მონიტორინგის გაუმჯობესებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა ევროკავშირის 2018-2020 წლების ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. ოპერატიული ჯგუფი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 14 თანამშრომელს აერთიანებს.