Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აზერბაიჯანს და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება შეუძლიათ"

5a40e42a25ee3
BM.GE
25.12.17 15:41
764
"აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მის მთავარ ინვესტორად რჩება", - ამის შესახებ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის და ’’სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის ხარჯზე საქართველოსა და აზერბაიჯანს სავაჭრო ბრუნვის 2-3-ჯერ გაზრდა შეუძლიათ.

"გარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული დარგებისა, ჩვენ სხვა სფეროებიც უნდა განვავითაროთ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა ბაქოში გამართული ორმხრივი შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე საბაჟო სერვისების გამარტივებაზე გაამახვილეს ყურადღება და ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საწყის ეტაპზე ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 5 მილიონი ტონა იქნება, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მისივე თქმით, აღნიშნული რკინიგზით ყოველწლიურად მინიმუმ 300 000 კონტეინერის ტრანსპორტირება მოხდება.