Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#BMGDRIVE: BIG Z - საქმე მოედანს მიღმა, რომელიც ჩემპიონობაში გეხმარება

BM.GE
17.12.21 10:42
410
ზაზა ფაჩულიამ თბილისში, საკუთარ აკადემიაში, SHOOT 360-ის დარბაზი გახსნა, რომელიც თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას აერთიანებს. ეს SHOOT 360-ის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ფაჩულიამ პროექტში 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. 

SHOOT 360 მოთამაშეებს სროლის ტექნიკის დახვეწაში დაეხმარება. ფაჩულიამ დარბაზის გახსნაზე სიტყვით მიმართვისას სტეფ კარის რეკორდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტეფიც სწორედ ასეთ დარბაზში ვარჯიშობს.