Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის აკრძალვის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება

596f729a4bf1e
BM.GE
19.07.17 18:53
687
სააფთიაქო ქსელებისთვის კერძო კლინიკიების ფლობის შესაძლო აკრძალვის საკითხზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მსჯელობა გაიმართება,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი განცხადებით, საკითხი გარკვეულმა ორგანიზაციებმა მტკივნეულად აღიქვეს.

"ამ დოკუმენტის წინასწარი მოანხაზი რა თქმა უნდა წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა მოსაზრება, რომელმაც გაიჟღერა, რომ იყო მსჯელობა ამ ჯაჭვურ ფლობაზე ე.წ ვერტიკალურ ინტეგრაციაზე არ არის ამ კანონპროექტის განუყოფელი და მანდატურული ნაწილი, ისევე როგორც ევროკავშირთან ასოცირება. ეს ეტყობა გარკვეულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა მტკივნეულად აღიქვეს, თუმცა ვარწმუნებ ყველას ამ და სხვა საკითხზე მსჯელობა იქნება ფართო, ყველა დაინტერესებული მხარის პირის ჩართულობით", - განმარტა "საქმის კურსთან" დავით სერგეენკომ.

სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ალიანსს კონსალტინგს" ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უწყება შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს და ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს. მათ შორის იმას, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს.