Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ავტომობილების ტექდათვალიერების უფლება 26 კომპანიას აქვს"

59ce4d7d158f5
სალომე მეცხვარიშვილი
02.10.17 10:00
1316
"ავტომობილებისთვის ტექდათვლიერების ჩატარების უფლება ამ ეტაპზე 26 კომპანიას აქვს",- ამის შესახებ "საქმის კურსს" აკრედიტაციის ცენტრის ხემლმძღვანელმა პაატა გოგოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ლიცენზია 26 კომპანიაზეა გაცემული, თუმცა, ჯამში საქართველოს მასშტაბით 35 სადგური არსებობს, სადაც ტექნიკური დათვალიერების გავლა შესაძლებელია.

მისი ინფორმაციით, კომპანიები დარეგისტრირებულები არიან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში და მთელს ქვეყანას ფარავენ. 

დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის გოგოლიძე არ საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტრო გამოაქვყნებს ინფორმციას რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს შვეიცარული კომპანია SGS Societe Generale da Surveilance SA უწევს.

სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება. მანამდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:

- საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

- ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა–ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები;

- დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას;

- შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.