Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა" S&P-ის მიერ რეიტინგის შემცირების მიზეზებს განმარტავს

59cf993aaf73a
BM.GE
30.09.17 17:14
981
სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა "საქართველოს რკინიგზას" რეიტინგი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეუმცირა და ამავე დროს, კომპანიის გრძელვადიანი და მოკლევადიანი რეიტინგები В+/В დონეზე დაადასტურა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა, რომელიც თურქეთის სარკინიგზო ქსელებს პირდაპირ აკავშირებს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, 2017 წლის ბოლოს არის ნავარაუდევი. S&P-ის აზრით, უახლოეს ხანებში რკინიგზის ამ მონაკვეთზე ტვირთების მხოლოდ მცირე მოცულობა გადაიზიდება, რაც მთლიანობაში "საქართველოს რკინიგზის" საქმიანობის შედეგებზე მოცემული ფაქტორის გავლენას შეზღუდავს, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" "sაქართველოს რკინიგზის" წარმომადგენელმა, პროფესორმა დავით გონდაურმა ისაუბრა.

-ბატონო დავით, Standart & Poor’s-მა პირველი შემცირებაზე პროგნოზი გასულ წელს გააკეთა, მიმდინარე წელს კიდევ ერთი შემცირება მივიღეთ, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-ამის ძირითად მიზეზად, შესაძლოა, რეგიონში ტვირთნაკადის კლება დავასახელოთ, რამაც კომპანიის საფინანსო მაჩვენებელების შედარებით დაბალ დონეზე ჩამონაცვლება გამოიწვია. ტვირთნაკადის კლებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ეს რეგიონთაშორისი ეკონომიკური აქტივობის დაქვეითებამ განაპირობა, რამაც მშრალი ტვირთებისა და ნავთობის გადაზიდვების შემცირებაზე იმოქმედა. ასევე ვარაუდი არსებობს, რომ ნავთობის გადაზიდვების შემცირებაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა იქონია გავლენა. 2012-2015 წლებში აღნიშნული მილსადენით გადაზიდული ნავთობის მატება დაახლოებით 18 მილიონ ბარელს შეადგენს.

-მკვეთრი ვარდნა 2015 წლიდან დაიწყო და ამის ძირითად მიზეზად რეგიონში არსებულ მდგმოარეობას ასახელებენ...

-რეგიონში არსებულ პრობლემებს რეგიონშივე არსებული (ყაზახეთსა და აზერბაიჯანში) ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში სარემონტო სამუშაოების დაწყება ემატება. სწორედ ეს იყო ნავთობის კლების ძირითადი მიზეზი და ეს ნაწილობრივ მილსადენში გადადინებითაც იყო გამოწვეული. მშრალი ტვირთების შემცირება კი ეკონომიკური აქტივობის შემცირების შედეგია. ამ კუთხით, ყველაზე მეტი პრობლემა აზერბაიჯანშია. იქ მშპ-ს ზრდის პერსპექტივაც ნეგატიურია, რაც მოქმედებს იმაზე, რომ ქვეყნიდან იმ რაოდენობის ტვირთი აღარ გამოდის ექსპორტზე.

-ერთ-ერთი დამაიმედებელი პროგნოზი, რაც კეთდებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ის იყო, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება ტვირთნაკადის გაზრდას შეუწყობდა ხელს თავად Standart & Poor’s-ი რას აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით?

-ტვირთნაკადის გაზრდას პირველ წლებში არ ელიან, თუმცა, საერთო ჯამში, ექსპერტების ვარაუდით, დაახლოებით 18 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. აქედან პირველ და მეორე წელს 6 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვასა და მილიონამდე მგზავრის გადაყვანას ვარაუდობენ.

-რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება 2018 წლისთვის, ზოგადად, მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება?

-თავად Standart & Poor’s-ი მიუთითებს, რომ 2018-2019 წლებში აღნიშნული რეგიონებიდან ეკონომიკური აქტივობები გაიზრდება, ანუ აზიისა და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაზე საუბრობენ. მშრალი ტვირთების გადაზიდვის გაზრდასაც ვარაუდობენ, კონკრეტულად სამშენებლო მასალების. ასევე ნათქვამია, რომ ყაზახეთში მარცვლეულის მოპოვება გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე ესეც შემცირებულია და მშრალი ტვირთების კლების ერთ-ერთ მიზეზად ესეც იყო დასახელებული.

-ევროობლიგაციების ფასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

-აღნიშნულთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, პრობლემა დროებითია და რეიტინგის პროგნოზთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ რეიტინგი კი არ შემცირებულა, არამედ რეიტინგის პროგნოზი შემცირდა ნეგატიურით. თვითონ რეიტინგი იგივე დონეზეა, რაც ერთი წლის შემცირდა. პროგნოზის შემცირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეიტინგი აუცილებლად შემცირდება. ასე სულაც არ არის. მაგალითად, როდესაც Standart & Poor’s-ი თვითონვე ვარაუდობს, რომ 2018-2019 წლებში ტვირთების საშუალო წლიური ზრდა ’’საქართველოს რკინიგზის“ შემთხვევაში 10%-11% უნდა იყოს, აღნიშნული მაჩვენებელი კი უკვე რკინიგზის მიერ დაწესებული კრიტერიუმების გაუმჯობესებას შეძლებს. მას მომგებიანობის მარჟაზე მითითებული აქვს, რომ 40%-ზე დაბლა თუ ჩამოვა, მაშინ ’’საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგს აუცილებლად გადახედავს. თუმცა, თუ მომგებიანობის მარჟა 40%-ზე მაღლა გაიზრდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამჟამად გაკეთებული უარყოფითი პროგნოზი სტაბილურით შეიცვალოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები თვეებზე რომ გავშალოთ, მომგებიანობის მარჟის მაჩვენებელი დაახლოებით 38%-41%-42%-ში მერყეობს. მომდევნო 6 თვე კიდევ დარჩენილია და დაველოდოთ შედეგებს, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი. რკინიგზას გააჩნია იმის რესურსი, რომ მაჩვენებლები დაარეგულიროს. მეორე საპროცენტო ხარჯების გადაფარვის მარჟაა. როგორც თავად Standart & Poor’s-ი გვთავაზობს, ეს ფარდობა 2-ზე მეტი უნდა იყოს, რომ პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაზარდოს.