Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართულმა ვისკიმ საერთაშორისო კონკურსში ვერცხლის მედლები მოიპოვა

5992d2c75df36
BM.GE
15.08.17 17:00
771
ქართულმა ვისკიმ JIMSHER საერთაშორისო კონკურსში The World Whiskey Masters ვერცხლის მედლები მოიპოვა. ღონისძიება ლონდონში ჩატარდა.

ქართული ვისკის კომპანიის ინფორმაციით, JIMSHER ვერცხლის მედლები სხვადასხვა კატეგორიაში აიღო. საუბარია ორ მიმართულებაზე, რომლებშიც ქართულმა ვისკიმ მედლები მოიპოვა ესენია: შერეული სტანდარტული ვისკი და შერეული პრემუმ ვისკი.

"ადვილად დასალევი ვისკი ხილით",- წერს ქართულ ვისკიზე გამოცემა The Spirits Business.

საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და კომპანიები იღებენ მონაწილეობას.