Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მართვის მოწმობის შეცვლის ვადა გახანგრძლივდა

5a3e680b439d2
BM.GE
23.12.17 18:26
968
2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.

პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგებოდა საქართველოში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს.