Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩინეთში KFC-ში ანგარიშსწორება სახის სკანირებით გახდა შესაძლებელი

59a94a83d6e8a
BM.GE
01.09.17 19:00
1089
ჩინეთში KFC-ის ერთ-ერთ ობიექტში გადახდა სახის სკანირებით არის შესაძლებელი. საუბარია სწრაფი კვების ობიექტების ქსელის ერთ-ერთი ბრენდზე KPro-ზე. ეს მსოფლიოში პირველი ობიექტია, რომელიც პროდუქციას ინტერნეტით არ ყიდის და რომელმაც მსგავსი გადახდის საშულება ხელმისაწვდომი გახადა.

"დაივიწყეთ ნაღდი ფული, საკრედიტო ბარათი ან სმარტფონი - ახლა მომხმარებელს შეუძლია ანგარიში სახით გადაიხადოს", - წერს CNN Money.

გამოცემის ინფორმაციით, სისტემას სახის დასკანერებით პიროვნების ამოცნობა შეუძლია, გადახდისთვის კი მომხმარებელმა სისტემაში საკუთარი ტელეფონის ნომერი უნდა შეიყვანოს.

პროგრამა დაფუძნებელია Ant Financial-ის გადახდის სისტემაზე, რომელიც Alipay-ის ელექტრონული პლატფორმისთვის გამოიყენება. სახის დასკანირებით გადახდის სისტემას ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს და ელექტრონული კომერციისთვის გამოიყენება.