Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნავთობის მოპოვების პერსპექტივები საქართველოში

59eefc71a65c0
ელენე გოგბერაშვილი
24.10.17 13:00
977
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ოპერირებს: შპს ,,გლობუსი’’ და შპს "ზდ ნავთობის კომპანია’’. აღნიშნულ საწარმოებზე ლიცენზია გაიცა 2015 წელს, 25 წლის ვადით.

შპს „გლობუსის“ ქარხანა ქ. თბილისში რკინიგზის სადგურ „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 80.000 ტონას წელიწადში.

შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარეობს, ვაზიანის ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 130.000 ტონას წელიწადში.

შპს „გლობუსი“ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ეტაპზე არ ახორციელებს ნედლი ნავთობის გადამუშავებას, ხოლო შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ ნავთობის გადამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს ნედლი ნავთობის გადამუშავებას, რის შედეგადაც ღებულობს ნაფტას, ბენზინს, დიზელს და მაზუთს.

2017 წლის მე-III კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად წარმოებულია: 1371.8 ტონა ნაფტი, 1775 ტონა ბენზინი, 4426.8 ტონა დიზელი და 3717.9 ტონა მაზუთი.