Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში"

5a3bc98b7c16c
BM.GE
21.12.17 18:47
683
გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურად ემიგრანტებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავების ინიციატივას მიესალმება, - პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების კუთხით მეტი ინიციატივაა საჭირო.

„მიმაჩნია, რომ ეს საკითხი გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებს. ვფიქრობ, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მზად ვარ რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც მორგებული იქნება იმ ადამიანებზე ვინც ჩვენი ქვეყანა დატოვა. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში, ეს არის ჩვენი ქვეყნის სამეწარმეო სულისკვეთებით გამორჩეული ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ქვეყანაში დაბრუნება.

ძალიან ბევრი მათგანი დაბრუნდა სახელმწიფო პროგრამების გამოსაყენებლად. გვაქვს ამის სტატისტიკა რომ ჩამოვიდნენ და აქ დაიწყეს ბიზნესი. არცერთი ეს პროგრამა არაა სპევიალურად მორგებული იმ ადამიანებზე ვინც საზღვარგარეთაა და ვისურვებდი მსგავსი გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.