Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებს

59d1daa99b176
BM.GE
02.10.17 10:16
671
მთავრობა 2018 წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2018 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 51,9 მლრდ ლარამდე.

ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ 2018-2021 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართლებების დოკუმენტიც გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციური ზრდის ფარგლებში ჩამოყალიბდება და 2018-2021 წლებში 6.0 პროცენტის დონეზე იქნება. დოკუმენტის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი მომდევნო წელს 5,5% იქნება, ნაცვლად 4,5%-ისა რომელსაც ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.