Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 48% უცხო ქვეყნის მოქალაქეა

59c8b4c6ed650
სალომე მეცხვარიშვილი
25.09.17 11:45
764
ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 48% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დასუფთავების ქვეითმა ინსპექტორებმა 20 აპრილიდან დღემდე სულ 2 518 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. "თბილსერვის ჯგუფის" მიერ "საქმის კურსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ჯარიმების საერთო თანხა 252 040 ლარს შეადგენს. აღნიშნული 2 518 პირიდან 69 იურიდიული პირია, ხოლო 1 199 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

რაც შეეხება, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის სამანქანო ეკიპაჟებს, მათ მიერ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე სულ დაწერილია 540 საჯარიმო ოქმი, საერთო თანხით - 408 750 ლარი. 540 სამართალდამრღვევი პირიდან 355 ფიზიკური, ხოლო 185 იურიდიული პირია.

დასუფთავების ინსპექტორები თბილისში 3 აპრლიდან გამოჩნდნენ, დაჯარიმება კი 20 აპრილიდან დაიწყეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ჯარიმა 2 კილოგრამი ნაგვის დაყრაზე 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის დაყრის შემთხვევაში კი სანქცია სხვადასხვანაირია და 1000 ლარს აღწევს.