Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობამ ეკლესიას მიწა უსასყიდლოდ გადასცა

59e8ba7b13ce6
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.17 13:45
1017
მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწა უსასყიდლოდ გადასცა. შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 26 სექტემბერს მიიღეს.

საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მდებარე 26 773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე.

"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მდებარე 26773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული № 1, № 2, № 3 (ნანგრევი), № 4 (ნანგრევი), № 5 (ნანგრევი), № 6 (ნანგრევი), № 7 (ნანგრევი), № 8 (ნანგრევი), № 9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 84.15.31.043) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას",- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.