Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზაზა სოფრომაძე: ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების მშპ-ზე შეფარდება დაბალია

59dca2a6665b0
დავით ჯალაღონია
10.10.17 14:33
915
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაღვრული თანხა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 30%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელია მაინც დაბალია.

"არის საერთაშორიო ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ხდება შესაბამისი დაგეგმვა. ბუნებრივია, ხშირად ვერ ხერხდება ამ დაგეგმვის პარამეტრების განხორციელება, თუმცა ვცდილობთ, რომ მუდმივად გავზარდოთ ჯანდაცვის ბიუჯეტი შესაბამისი პროგრამების ხარჯზე. როდესაც საუაბრია დაგეგმვაზე და საერთაშორისო ინდიკატორებზე, პირველ რიგში იგულისხმება ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების შეფარდება მშპ-სთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ჩვენ მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყნად ვართ აღიარებული, ეს ინდიკატორები მაინც დაბალია. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების შეფარდება მშპ-სთან შეადგენს დაახლოებით 2.5%-ს, მაშინ როდესაც საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია 6%-ის ფაგლებში ეს შეფარდება, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის სკანდინავიის ქვეყნები, აშშ და ა.შ, ეს პროცენტი ხშირად 15%-ზე უფრო მაღალია", - განაცხადა სოფრომაძემ.