Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარიზი Airbnb-ის შეზღუდვას გეგმავს

59d76190b6882
BM.GE
06.10.17 15:00
813
საფრანგეთი Airbnb-სთვის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. ცენტრალურ პარიზში აპარტამენტების სეზონური გაქირავება გრძელვადიან გაქირავებაზე ბევრად მომგებიანია. AirBnb- ის ვებ-გვერდზე პარიზის 60 ათასამდე სახლია განთავსებული, რადგან საფრანგეთის დედაქალაქში მოკლევადიანი დასვენება სწრაფად ვითარდება.

პარიზის მთავრობა ცდილობს, ბინების გაქირავების სერვისი ადგილობრივი წესების შესაბამისად გააკონტროლოს და ამასთან, ტურისტებისთვის გარკვეული ვადები დააწესოს.
სიახლის მიხედვით, ბინების მფლობელები თავისი ქონების გაქირავებას მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლებენ. აქამდე ბინის გაქირავების დღეების მაქსიმალური რაოდენობა წლიური მაჩვენებლით 120 იყო, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით, დღეების ოდენობა მინიმუმამდე დავა. ზუსტად რა ციფრზეა საუბარი, ამას ხელისუფლებაში ჯერ-ჯერობით ვერ აზუსტებენ. Mairie de Paris-ის შეფასებით, Airbnb-ი დაწესებულ 120 დღიან ლიმიტს ხშირად არღვევდა და ისინი ცდილობენ ასეთი დარღვევები აღნიშნული შეზღუდვით შეაჩერონ. Mairie de Paris-ისგან განსხვავებით, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სიახლე უძრავი ქონების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის.