Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ICC: ჩვენი პირადი აზრია, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია

59b26c6720289
ნინო კვინტრაძე
08.09.17 14:08
843
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე სასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლე კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ფადი ასლის მიერ მისი მოხსენიება კორუმპირებულ მოსამართლედ მის პატივსა და ღირსებას შელახავს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე ფადი ასლიმ „ანალიტიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მათი აზრით, მოსამართლე კორუმპირებულია და ის სასამართლოს იმიჯს ლახავს.

„ჩვენი პირადი აზრია, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია. ჩვენა ამ აზრს ვერაფერი შეცვლის. ის ჩვენი აზრით კრიმინალური შეთქმულების მონაწილეა. მან საერთაშორისო კომპანიებს 140 მლნ ლარის ჯარიმა დააკისრა, საბედნიეროდ ეს გადაწყვეტილება გაუქმდა. სამწუხაროა, რომ მისი მსგავსი მოსამართლეები სასამართლოს სახელს აფუჭებენ. ოთარ აბესაძე 3000 ლარის გამო ზის ციხეში, მოსამართლე კი კომპანიებს 140 მლნ ლარით დაესხა თავს. ეს ყველაფერი ქართული სასამართლო სისტემისთვის საკმაოდ ცუდია.

ერთ-ერთი საქმე ეხებოდა „ფილიპ მორისს“, - მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება კანონზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოში არ არსებობს, ანალოგიურად მოხდა British American Tobacco-ს შემთხვევაშიც.

მსგავსი მოსამართლეები, რომლებიც ჩვენი აზრით კორუმპირებულები არიან ციხეში უნდა ისხდნენ და არა სასამართლოში“, - განუცხადა ფადი ასლიმ „ანალიტიკას“.