Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EBRD რუსეთში 5 ოფისს დახურავს

59db3296ee698
BM.GE
09.10.17 12:22
895
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მომდევნო წელს რუსეთში 5 ოფისის დახურვას აპირებს. მიზეზი EBRD-ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ბანკი აგრძელებს ქვეყანაში ახალ ინვესტიციებზე სესხების გაცემის აკრძალვას. შედეგად, ორგანიზაციას რუსეთში 2 ოფისი დარჩება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სპიკერი ჯონათან ჩარლზი აცხადებს, რომ ბანკი „დახურავს 5 პატარა რეგიონულ ოფისს ეკატერინბურგში, კრასნოიარსკში, როსტოვში, ვლადივასტოკში და სამარაში 2018 წლის პირველ კვარტალში“. მოსკოვისა და პეტერბურგის ოფისებს ბანკი შეინარჩუნებს.

EBRD-მა რუსეთში დაკრედიტება 2014 წელს შეაჩერა, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

მოსკოვმა EBRD დასავლური საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად მაისში მოიხსენია და მოითხოვა, შეზღუდვები მოხსნილიყო. აკრძალვების მიუხედავად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რუსეთში 3 მილიარდი ევროს ინვესტიციას მართავს.