Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1969 წელს გამოშვებული Ferrari აუქციონზე 1,8 მილიონ ევროდ გაიყიდა

59be7396bd92e
BM.GE
17.09.17 18:30
880
1969 წელს გამოშვებული უნიკალური Ferrari 365 GTB/4 Daytona Berlinetta Alloy, რომელიც 40 წელი უბრალოდ ავტოფარეხში იდგა, Leggenda e Passione-ის აუქციონზე 1,8 მილიონ ევროდ გაიყიდა, უფრო ძვირად, ვიდრე ამას აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სულ მხოლოდ 5 ასეთი კუპეა დამზადებული სარბოლო სპეციფიკაციებით და ალუმინის ძრავით. მათგან მხოლოდ ერთია დამზადებული ჩვეულებრივი ქუჩებისთვის. მისი სიმძლავრე 352 ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური სისწრაფე - 280 კმ/სთ-ი.

არსებული ინფორმაციით, Ferrari თავის დროზე იტალიელმა ჟურნალისტმა და ენცო ფერარის მეგობარმა, ლუჩანო კონტიმ შეუკვეთა, თუმცა, ავტომობილით ძალიან მოკლე დროის განმავლობაში სარგებლობდა. ენცომ ერთ წელიწადში იგი გაყიდა, რის შემდეგაც ავტომობილმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ბოლოს იაპონიაში მოხვდა და 40 წელი ავტოფარეხში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გარბენი მხოლოდ 36 000 კილომეტრს შეადგენს, მას რესტავრაცია სჭირდება.