Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ქარის პირველმა ელექტროსადგურმა დეკემბერში დაგეგმილზე 880 ათასი კვტ.სთ–თ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

587b6d9262ba4
BM.GE
15.01.17 16:38
974
საქართველოში პირველმა ქარის ელექტროსადგურმა დეკემბერში 7 მილიონ 181 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. როგორც „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს , ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 20 დეკემბერს შევიდა, თუმცა, ნოემბრიდან სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკვე სისტემას მიეწოდება.

ყაზარაშვილის თქმით, კვლევებზე დაყრდნობით არსებობს გეგმა ყოველწლიურად რა მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა მოხდეს, თუმცა ეს პროცესი ქარის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

„ დეკემბერში გეგმის მიხედვით 6 მილიონ 300 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის მიღება იყო დაგეგმილი, თუმცა მიღებულმა შედეგმა გეგმას გადააჭარბა. ჩვენი მთავარი ამოცანაა სისტემას მივაწოდოთ გამომუშავებული ელექტროენერგია და შემდეგ ის როგორ განაწილდება ჩვენზე არაა დამოკიდებული",- აცხადებს ყაზარაშვილი.
გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო წლიური საპროექტო გამომუშავება 88 მლნ კვტ.სთ. პროექტის ღირებულება 34 მილიონი დოლარია.

საქართველოს მიერ ელექტროეერგიის წლიური მოხმარება საშუალოდ 11 მილიარდი კვტ.სთ-ია.

"კომერსანტი"