Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბორანი სენაკში - უცნობი ტურისტული ატრაქცია

BM.GE
09.03.21 12:01
528
ტურიზმის სფეროში ჩახედული ადმიანები ფიქრობენ, რომ ტურიზმს ერთი უარყოფითი აქვს - თავიდან ქვეყანა იზიდავს ყველას თავისი პირვანდელი, ნამდვილი სახით, მერე კი ის ნამდვილი სახე იკარგება და იქმნება გამოგონილი, ყალბი, ათასჯერ მოყოლისგან გაზედაპირულებული, გაცვეთილი იმიჯი. ასეა, როცა ავთენტურობის შენარჩუნების ნაცვლად, ტურიზმი მხოლოდ ბიზნესად იქცევა. როცა ახალი არაფერი იქმნება და მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. არადა ქვეყანაში პოტენციალი და რესურსი საკმარისზე მეტი რომ გვაქვს ამაზე ყველა ვთანხმდებით. რესუსრების უდიდეს ნაწილს კი, სამწუხაროდ ჩვენ თავადაც არ ვიცნობთ და ერთ-ერთს ახლა გაგაცნობთ. ეს არის ბორანი სენაკში, რომელიც დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ადგილობრივებისთვის, თუმცა მისი განვითარების შემთხვევაში ტურისტულ ატრაქციადაც შეიძლება გადაიქცეს.