Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესის განცხადებაზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ"

59f82fdcd6de5
BM.GE
31.10.17 12:19
722
თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი მერობის პერიოდში ბიზნესსექტორს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უფრო მეტი ურთიერთობა ქონდა, ვიდრე მერიასთან. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა ისევ სამშენებლო ნებართვების გაცემას უკავშირდება.

’’ბიზნესი უფრო მეტად ცენტრალურ ხელისუფლებასთან არის კავშირში იგივე პროექტების, გადასახადების, ადმინისტრირების ნაწილში ვიდრე ქალაქის მერიასთან. მთავარი შეხება, რაც ბიზნესს ჩვენთან აქვს ძირითადად ნებართვებთან არის დაკავშირებული და სამშენებლო სექტორისთვის ეს მთავარი გამოწვევაა. ბიზნესს მერიასთან სჭირდება მეტი ურთიერთობა, რადგან როგორც ისინი აცხადებენ, გადაწყვეტილებები, უმეტესად მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად მიიღება.

ჩვენ ბიზნესის მიერ შემოტანილ განცხადებაზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ, რადგან საზოგადოების აზრიც უნდა გავითვალისწინოთ და ამასთან, ბიზნესის ინტერესებიც დავიცვათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.