Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წითელას ვირუსის შემთხვევები იზრდება

5a8405d14a0cc
თათია ჩაფიჩაძე
14.02.18 13:46
738
წითელას ვირუსის ინფექციის შემთხვევები მატულობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი კვლავ აჭარის რეგიონშია. როგორც გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილმა „საქმიან დილას“ უთხრა, შემთხევავათა 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50% კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება.

„წითელას ვირუსის ზრდა 2017 წლის ნოემბრიდან აღინიშნება და ჯერ-ჯერობით გავრცელებას ლოკალური ხასიათი აქვს. ყველაზე მეტად შემთხვევები კონცენტრირებულია აჭარაში. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წითელა ძალიან სწრაფად ვრცელდება და ახლა მისი გავრცელებისთვის საყვარელი სეზონია, მოსალოდნელია დაავადებების შემთხვევებმა სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლოს.

შესაბამისი ღონისძიებები აჭარაში ტარდება, თუმცა, ყველა რეგიონი უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს 40 წლის ჩათვლით მოსახლეობის აცრის სტატუსის გადამოწმება, ხოლო ვისაც არ აქვთ აცრა ჩატარებული ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ის პირები დაუყოვნებილივ აიცრან .“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 1 თებერვლის ბრძანებით ბაღებმა და სკოლებმა წითელას ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად კონკრეტული მითითებები მიიღეს. ყველა მოსწავლე ვალდებულია სასწავლო დაწესებულებებში აცრის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგინონ. ვირუსის ნიშნების მატარებელი პედაგოგები და ბავშვები კი სასწავლო პროცესზე არ დაიშვებიან.