Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"გოდერძიზე" ახალი საინვესტიციო პროექტები იწყება

5a2e3e46f37db
BM.GE
11.12.17 12:11
833
კურორტ „გოდერძიზე“ 4 საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

4 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში, რომელსაც შპს ნიუ გოდერძი უზრუნველყოფს. მშენებლობის პროცესში 70, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ადგილზე 15 ადამიანი დასაქმდება.

შპს "გთემ გროუპი" 4 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს ტბის მოწყობასა და 14 კოტეჯის მშენებლობაში. მშენებლობის პროცესში 60, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 20 ადამიანი დასაქმდება.

შპს „ARINA’S PLACE” 1 200 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს 15 კოტეჯის (ჯამში 32 ნომრიანი) მშენებლობაში.

შპს "ნიუ თაიმი" კი 1 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 90 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. მშენებლობის პროცესში 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ - 25 ადამიანი დასაქმდება.

ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.