Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა"

5a2e84b3b984b
BM.GE
11.12.17 17:17
734
„ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნეს-მეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა, რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში 318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი - 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებას ნიშნავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორში ბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი - 23 პროცენტით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.