Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Capacity Media - კავკასუსის საქმე საერთაშორისო მედიაში

BM.GE
06.10.20 18:28
557
საერთაშორისო გამოცემა Capacity Media საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ Neqsol Holding-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა Neqsol-ის განცხადებას ეყრდნობა და წერს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს, კერძოდ კი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაჭრის ცენტრს მიმართავს. ინვესტორი აცხადებს, რომ კომპანიაში შეუზღუდავი უფლებების მქონე სპეციალური მმართველის დანიშვნა მის ფაქტობრივ ექსპროპრიაციას ნიშნავს. Capacity Media-სთან საუბარში NEQSOL-ის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი ამბობს, რომ “კავკასუს ონლაინის” ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება განხორციელდა იმ იურიდიული პროცედურების შესაბამისად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამასთან, თაგიევის თქმით, NEQSOL-მა არსებული დავის გადაჭრის მიზნით ყველა შესაძლო ალტერნატივის გამოყენება სცადა.