Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩავარდნილი სეზონი ზამთრის კურორტებზე

BM.GE
27.11.20 14:15
601

ზამთრის კურორტები სრულად მოყვნენ იმ შეზღუდვებში, რაც გუშინ საქართველოს მთავრობამ დააწესა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები გაჩერებული იქნება; სასტუმროები იმუშავებენ მხოლოდ კარანტინის, ან კოვიდ-სასტუმროებად; რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ დისტანციურად იმუშავებენ; საღამოს 9 საათიდან იმოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.
 
ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას კერძო სექტორის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დღესაც SkiGeorgia-ს დამფუძნებელი დანიელ დოინიცინი Facebook-ის პირად გვერდზე ამ შეზღუდვებს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და დასვა კითხვა - რატომ შეზღუდეს მთის კურორტები?! ვისგან მიიღეს ასეთი რჩევა?!
 
რა შედეგი ექნება ასეთ მკაცრ შეზღუდვებს და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შეზღუდვების ალტერნატივა - მაშინ, როცა კოვიდ-19-ის სტატისტიკამ დღესაც ახალი რეკორდი მოხსნა: ბოლო 24 საათში კორონავირუსი საქართველოს კიდევ 4 780 მოქალაქეს დაუდასტურდა; ამ დროისთვის ინფიცირების ჯამური შემთხვევა 123 470-ია. კორონავირუსით 1 დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა კი ისევ 40-ის ფარგლებში მერყეობს - დღეს ეს მაჩვენებელი 37 იყო.
 
სტუმრები: დანიელ დოინიცინი - “სქი ჯორჯია” დამფუძნებელი
მალხაზ კუნელაური - რედკო; გენერალური დირექტორი