Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროში ვერ აზუსტებენ, ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ყოფილი მინისტრის მრჩეველი

5a2e337f42bc8
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.17 11:36
755
ეკონომიკის სამინისტროში ვერ აზუსტებენ, ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ყოფილი მინისტრის მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი. საქმის კურსი ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული საკითხის გარკვევას, თუმცა სამინისტროში პასუხი კითხვაზე "ინარჩუნებს თუ არა მინისტრის ყოფილი მრჩეველი თანამდებობას ახალი მინისტრის პირობებში?" - არ აქვთ. 

ჟან ფრედერიკ პოლსენი ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას მრჩევლად საერთაშორისო საკითხებში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაინიშნა. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში კი გიორგი გახარიამ პოსტი გასულ თვეს დატოვა და ის შს მინისტრად დაინიშნა. ეკონომიკის მინისტრის პოსტი კი დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა.

"ჟან ფრედერიკ პოლსენი ISET-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ISET-თან და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჟან ფრედერიკ პოლსენის გამოცდილება დაგვეხმარება სხვადსხვა დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში", - აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში.

ამასთან მიმდინარე წლის აგვისტოში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შვედი ბიზნესმენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი ჩოგოვაძეს ცვლიდა, მაგრამ მაშინ აღნიშნული არ დადასტურდა.