Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ციფრული ვალუტის პერსპექტივა - საერთაშორისო ფორუმს #USAID-მა და #სებ-მა უმასპინძლეს

BM.GE
04.05.22 18:46
294
საქართველოში ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის გაშვება 2022 წლის ბოლომდე იგეგმება. ციფრული ვალუტისა და დეცენტერალიზებული ფინანსების საკითხებზე დღეს გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით გაიმართა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხზე დიალოგის წამოწევა საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, ხელს უწყობს ყველა დაინტერესებული მხარის გათვითცნობიერებას ციფრული და ტექნოლოგიური ფინანსების შესახებ და განაპირობებს ციფრული ვალუტის უპირატესობების წარმოჩენას. რა არის ციფრული ვალუტა და რა შესაძლებლობებს ხსნის ის ქვეყნისთვის?