Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Colliers Georgia: ბინებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია - 2022-ის შეჯამება და 2023-ის პროგნოზები

BM.GE
02.02.23 13:03
84
თბილისში გასული წლის დეკემბერში 3 967 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 33.7%-ით აღემატება. Colliers Georgia-ს განახლებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ დეკემბერში გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის მიერ ტრანზაქციების ერთიანად დარეგისტრირებით იყო გამოწვეული. მათივე ინფორმაციით, ბაზრის ზომა 53%-ით 217 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

ახალი და ძველი პროექტების მიხედვით, ბინების გაყიდვების მაჩვენებელი ახალ პროექტებში 2019 წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 21%-ით არის გაზრდილი. 

2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გასამმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი 820 ბინის გაყიდვა დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ მეტია. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 15%-ით გაიზარდა. 

recov.ge-ს მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 14%-ით, ფართო ცენტრში - 22%-ით, გარეუბნებში კი 28%-ით გაიზარდა. 

2022 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 15%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

რაც შეეხება ბათუმს, ამ შემთხვევაში ზრდა 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 38%-ია, ჯამში დეკემბერში 1 734 ბინა გაიყიდა. საცხოვრებლები ბინების ბაზრის ზომა 116%-ით გაიზარდა და 107 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ბათუმში 2022 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორია „ქოლიერს ჯორჯიას“ მონაცემები წლიურ ჭრილში და რა მოლოდინები აქვთ ორგანიზაციაში 2023 წლისთვის?

სტუმარი: ეთუნა მუნჯიშვილი - "ქოლიერსის" დეველოპმენტ კონსალტინგის ხელმძღვანელი;