Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Colliers International Georgia კვლევა - ირაკლი კილაურიძე დეტალებით საქმის კურსში

BM.GE
06.10.20 15:25
546
უკან მომავალში - რა გველოდება ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში. Colliers International Georgia პროექტ recov.ge-ს ფარგლებში 2018-2019 წლების უძრავი ქონების კვლევებს აქვეყნებს. კვლევები უძრავი ქონების ყველა სექტორის დეტალურ ანალიზს მოიცავს. მათ შორისაა: სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, ინდუსტრიულ-ლოგისტიკური, საკონფერენციო-საგამოფენო, სპორტისა და გართობის სექტორები. აღნიშნული ანალიტიკა უძრავი ქონების ბაზარზე წარმოდგენილი მოთამაშეებისთვის სრული სურათის შექმნას ისახავს მიზნად. კვლევები განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური სწორედ ახლაა, რადგან ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში გვიწევს პროგნოზის გაკეთება - რა გველოდება მომავალ რამდენიმე წელიწადში. როდის და რა ნიშნულს შეიძლება დაუბრუნდეს უძრავი ქონების ინდუსტრია პანდემიის დაძლევის შემდეგ?

სტუმარი - ირაკლი კილაურიძე - Colliers International Georgia; ხელმძღვანელი