Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ

5a0d379c9a2c2
ელენე გოგბერაშვილი
16.11.17 11:00
793
DCFTA-ს ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადგილობრივი კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როდესაც მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადის, ბაზარზე შესასვლელად კომპანიებს ISO -ს სტანდარტების დამადასტურებელ სერთიფიკატს სთხოვენ.

ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა. ეს არის მთელი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ხარისხის მუდმივ კონტროლს საწარმოში, სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციას, მართვას და ა.შ

ქართული კომპანიები ძირითადად ევროპაში ყველაზე გავლენიანი გერმანული მასერტიფიცირებელ ორგანო ,,TUV SUD’’-თან თანამშრომლობს. აღნიშნულ ორგანოს ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "მენეჯმენტის სისტემებია’’. როგორც კომპანიის დირექტორი, ელგუჯა მელაძე აცხადებს, მათი დახმარებით საერთაშორისო სტანდარტი 200-ზე მეტ კომპანიას უკვე მიენიჭა, 70 მწარმოებლის შემთხვევაში კი პროცედურული პროცესი მიმდინარეობს.

კომპანიების ხარისხის მართვის მენეჯერები "საქმის კურსთან" საუბარში აღნიშნავენ, საერთაშორისო სტანდარტის ფლობა პირველ რიგში ასოცირდება ხარისხთან, რაც მნიშვნელოვნად უზრდის კომპანიას პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.

"სტანდარტის დანერგვა არის გარანტი რომ შენი პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის, უვნებელი, სტანდარტული, შესაბამისად ეს პირდაპირპროპორციულია მოხმარებლის კმაყოფილების. სტანდარტი ძალიან გვეხმარება ექსპორტის შემთხვევაში, ნდობა არის ძალაინ მაღალი ჩვენს საზღვრებს გარეთ", - აცხადებს მარინა ჭიღლაძე, ნატახტარის ხარისხის მართვის მენეჯერი.

"ჩვენი კომპანიისთვის სტანდარტმა შექმნა ბაზა იმისთვის, რომ გვეკონტროლებინა თითოეული პროცესი. ამან საშუალება მოგვცა დაგვენახა ჩვენი როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე და შესაძლებლობა მოგვცა კრიტიკული საკონტროლო წერტილების საფუძველზე გვეწარმოებინა უვნებელი პროდუქცია’’-აცხადებს ,,კახური ტრადიული მეღვინეობის’’ ხარისხის მენეჯერი, თამარ ფრუიძე.