Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

5a3a89f9a7434
BM.GE
20.12.17 20:03
727
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა.

„მანამ სანამ ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, მთავრობის წევრები ან თუნდაც პრემიერი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა - ყველას არ ეხება ეს, - შეძლო რომ გამოეყვანა პრინციპში მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი. ყველაფერი მანამდე რაც ხდებოდა გამიზნული იყო იმისთვის რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. ზედმეტი იყო ეს ემოციები“, - განაცხადა პრემიერმა.