Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დაანონსებული რეფორმები ჯანდაცვის სექტორში - რა იცის ბიზნესმა?

BM.GE
13.09.22 16:13
202
ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სექტორში მნიშვნელოვან რეფორმებს აანონსებს. DRG-ის სისტემის დანერგვა, კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მინიმალური ხელფასის მოთხოვნა სამედიცინო პერსონალისთვის და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება - ეს ის მიმართულებებია, რაზეც რეფორმებზე მომუშავე ჯგუფმა სამინისტროში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. გავლილი აქვს თუ არა სამინისტროს დაანონსებული ცვლილებები კერძო სექტორთან და რა იცის სამედიცინო ბიზნესმა იმ მოთხოვნებზე, რაც აზარაშვილის უწყებამ მოამზადა.