Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა ფართოვდება

5a4e13ef53874
BM.GE
04.01.18 15:44
863
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ გაფართოებას შეძლებს.

სააგენტოს „აწარმოე საქრთველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ ახალი მანქანა დანადგარები და ინდუქციური ღუმელი შეიძინა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს, კერძოდ კი წარმოებას 2 ტიპის პროდუქცია შეემატება: სხმულების - ე.წ ბრონების დამზადება სხვადასხვა ტიპის ქვის სამტეხლოებისათვის და რუხი თუჯის დეტალების წარმოება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. #88 მდებარეობს, 185 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 232 337 ლარს შეადგენს.