Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

BM.GE
17.12.21 00:07
282
აჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართა და საზოგადოებას განვლილი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგენა. გუშინ გამართულ ღონისძიებაზე სილქნეტს სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ჩვენი ქვეყნის დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ფონდში თავიანთი წვლილი შეიტანეს. სილქნეტი ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. ტრადიციულად ყოველ წელს სხვადასხვა ბიზნეს კომპანიები უერთდებიან ამ ინიციატივას. წელს გამართულ საქველმოქმედო საღამოზე 267 ათსი ლარი შემოვიდა. ეს კომპანიები არიან: ორბი, დამფუძნებელი ზაზა ზოიძე - 50 000 ლარი; ჯორჯიან ეარსერვისი, თამაზ გაიაშვილი - 50 000 ლარი; სილქ ჰოსფითალითი - 10 000 ლარი; ვისოლი - 20 000 ლარი; ბიზნესმენთა ასოციაცია - 30 000 ლარი; დიტო აბდუშელიშვილი - 10 000 დოლარი; ამერიკული კომპანია სილქ როუდ ვაინს - 77 000 ლარი; შედარებით ადრე კი ფონდს წლევანდელ საქმიანობაში მხარში დაუდგა ბიზნეს ასოციაცია 20 000 ლარით და კომპანია რეფტრანსი 100 000 ლარით. ამ თანხებით ფონდი მხარში უდგას დაჭრილ მეომრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით.