Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან 40 წელს ზემოთ დასაქმებულთა 42% გავიდა

BM.GE
01.02.22 15:38
316
საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 2,046,000,000 ლარს მიაღწია. საპენსიო ფონდის მიერ საქმიანობის დაწყებიდან 3 წლისა და 1 თვის განმავლობაში ფონდმა მის მონაწილეებს მოგების სახით მოუტანა 280 მილიონი ლარი. საპენსიო ფონდის საინვესტიციო ამონაგები მისი დაარსების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე შეადგენს 32%-ს, ხოლო მიმდინარე წლიური მომგებიანობა არის 11.7%. ამ ეტაპისთვის საპენსიო ფონდში გაწევრიანებულია 1.2 მილიონ ადამიანზე მეტი. ეს მშრალი რიცხვებია, რომელიც ჩვეულებრივი სტატისტიკის ნაწილია. საპენსიო ფონდი 2022 წელს ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რაც საინვესტიციო ინტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას მოიცავს. 

სტუმარი: გოგა მელიქიძე - "საპენსიო ფონდის" მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;