06.Jul .2022 16:47

დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს

Back

საქართველოს მთავრობა ბიზნესს ახალ მოთხოვნებს უწესებს. საუბარია ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც დამსაქმებლებს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესრულებას სთხოვს. დოკუმენტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო სივრცის უსაფრთხოდ მოწყობა და მისი ტექნიკური აღჭურვა, ასევე რეგლამენტი ადგენს პარამეტრებს, რასაც დახურული სამუშაო სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს. აღსანიშნია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები მხოლოდ დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეზე ვრცელდება. როგორ აფასებს კერძო სექტორი წარმოდგენილ ცვლილებებს და გავლილია თუ რა რეგლამენტი ბიზნესთან? 

სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი - საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი;