Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასამართლომ "მერაბის" გაკოტრებაზე უარი უთხრა

59f30681ceb65
BM.GE
27.10.17 14:10
1059
"მერაბის" გაკოტრებაზე უარი უთხრეს. შპს "მერაბის" სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

კომპანია ძირითადად ახორციელებს სურსათით ვაჭრობას. შპს „მერაბიმ“ სამეწარმეო საქმიანობა 2016 წლის მარტში შეწყვიტა. კომპანიას კრედიტორის მიმართ გააჩნია 159 577 ლარის ოდენობით დავალიანება, რომლის გადახდის საშუალება მას არ აქვს. საზოგადოებას ქონება არ ერიცხება, ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში“, რომელსაც ადევს ინკასო. საზოგადოებას უზრუნველყოფილი კრედიტორები და დებიტორები არ ჰყავს.
განმცხადებლის განმარტებით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში შპს „მერაბი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას და ითხოვს კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას.

სასამართლომ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა. თუმცა, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.