Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დასაქმების პოლიტიკა

BM.GE
02.08.22 11:03
225
საგარეო საქემთა სამინისტროს ინფრმაციით, მინისტრის უნგრეთში ვიზიტის შემდეგ უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. საკადრო დეფიციტი საქართველოშიც აქტუალური საკითხია და ბიზნესს რომ ამ მხრივ სერიოზული გამოწვევები აქვს ბიემჯის მაყურებლისთვის უცხო თემა არ არის. 

საკადრო პრობლემაზე 2022 წლის აპრილში მთავრობის მხრიდან დასაქმების პოლიტიკსი ანგარიშის წარდგენისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. ამ ანგარიშზე რამდენიმე თვის წინ ეკატერინე ციმაკურიძესთან ერთად საქმიანი დილას ეთერშიც ვისაუბრეთ და რამდენიმე თვიანი შუალედის მიუხედავად უცვლელია ყველაზე მთავარი, იდენტიფიცირებულ პრობლემაზე რეაგირების ინსტრუმენტი და თან ეფექტური არ ჩანს, მასზე არც მუშაობა დაწყებულა რამდენადაც საჯაროდ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი. რა იწვევს მუშახელის ფედიციტს და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს პრობლემაზე?

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო"-ს ხელმძღვანელი;