Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

5a84029145d37
BM.GE
14.02.18 13:27
740
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტით, მაქსიმალური 7.590 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.573 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.