Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით მრელაშვილის შეთავაზება ჯანდაცვის სისტემას

BM.GE
19.11.20 11:47
415
"2019-ში აშშ-ს ინსულტის შემთხვევის 1 % თავად ვნახე არა დასტუკებით, არამედ დიაგნოზით დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, რაც დაუჯერებლად ჟღერს ფაქტობრივი მტკიცებულება რომ არ იყოს. ამ სისტემის ასეთი მაღალი გამავლობის დახვეწას 10 წელზე მეტი მოვანდომე, ექიმების და დისპეჩერების განრიგის კლასტერებად დანაწილებით დაწყებული, სამუშაო კომპიუტერის და მონიტორების სპეციფიკაციებით დამთავრებული. შედეგია ის, რომ კომპანია ვისზეც ვმუშაობ, გადაუდებელი შემთხვევების დისტანციური მართვის პაციენტთა რაოდენობით პირველ ადგილზეა შტატებშიც და მსოფლიოშიც. ამ წარმატების მთავარი საიდუმლო სწორად აწყობილი სისტემაა. აბრაამ ლინკოლმა თქვა: მომეცით 6 საათი ხის მოსაჭრელად და იქედან 4-ს ცულის ლესვაში დავხარჯავო. მე ეს 4 საათი უკვე დახარჯული მაქვს და გალესილ ცულს უსასყიდლოდ გთავაზობთ. კარგი ექიმები ნამდვილად ბევრი გვყავს საქართველოში. უბრალოდ თუ პისტოლეტებით ომში მათ საბრძოლველად კომბალს გავატანთ - აუცილებლად დამარცხდებიან" - ეს არის დავით მრელაშვილის მიმართვის ფრაგმენტი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და შესაბამისს უწყებებს კოვიდ პანდემიის პროცესში სისტემის სწორად აწყობაში დახმარება შესთავაზა.


სტუმარი: დავით მრელაშვილი, ტელენევროლოგი აშშ-დან