Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დახურული სხდომები პარლამენტში - ეკატერინე ციმაკურიძე საქმიან დილაში

BM.GE
26.01.21 11:38
495
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 32% არ ეთანხმება, ხოლო 27%-მა არ იცის. ეს შედეგი სატელეფონო გამოკითხვისას დეკემბერში წინა მოწვევის პარლამენტს უკავშირდება ალბათ, თუმცა ცვლილებები განწყობებში როგორც ჩანს მეათე მოწვევის დეპუტატების საქმიანობის თვალყურამდევარებს დიდად არ ელით. იმ ფონზე რომ პარლამენტში სრული უმეტესობა ქართული ოცნების წევრია და მხოლოდ რამდენიმე არაქართული ოცნების არაპოლიტიკოსი დეპიტატია, ტენდენციად მკვიდრდება, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დახურულ სამუშაო რეჟიმში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. დემოკრატიის ინდექსი საქართველოში მიაჩნიათ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებთან და ამ ფორმით საპარლამენტო უმრავლესობა მსგავსი პრაქტიკით თავს არიდებს საჯარო განხილვების შედეგად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს ის ხარვეზები და გამოწვევები, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გააჩნია.


სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი საქართველო", ხელმძღვანელი