Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დაზღვევის დღე - პერსპექტივა და გამოწვევები

BM.GE
02.05.22 12:51
280
2 მაისს დაზღვევის დღე აღინიშნება. ეს სექტორი საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტია ვითარდება და წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ბაზარზე დღეისათვის 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, 326 მილიონიანი კაპიტალით. 

გასულ წელს სადაზღვევო ბაზარი 16%-ით გაიზარდა და კომპანიების მიერ პრემიის სახით მოზიდულმა თანხამ 773 მილიონი ლარი შეადგინა. გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, სადაზღვევო ბაზრისთვის 2021 წელი მოგების მხრივ არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიების წმინდა მოგება 40 მლნ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში კლება თითქმის 8 მილიონი იყო. ყველაზე მოთხოვნადი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაა, თუმცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს ამ პროდუქტით, რაც უკვე იძლევა დასკვნების საფუძველს. 

როგორ იცვლება და ვითარდება სადაზღვევო სექტორი საქართველოში?