Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დე ფაქტო აფხაზეთი: თურქული ბანკები აფხაზურ პლასტიკურ ბარათებს ემსახურებიან

BM.GE
22.12.20 18:19
533
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თურქული ბანკების მიერ დე ფაქტო აფხაზეთის „აპრას“ World ბარათების მომსახურების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით, საქმე არ ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ბანკებს. შეგახსენებთ, თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.