Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეველოპერების ფორუმი - Urban Tbilisi

BM.GE
28.06.21 23:26
479
„ბილტმორში“ Financial-ის ორგანიზებით დეველოპერების ფორუმი Urban Tbilisi- გაიმართა. ფორუმი Galt & Taggart-ისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმზე გალტის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მიმოიხილა და პანდემიის შემდეგ მოლოდინებზე ისაუბრა. საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ ვალერი ნარსიამ კი საქართველოს ბანკის მიერ იმ მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბანკი წლებია უწევს პარტნიორ დეველოპერებს. შედეგად ბანკს ყავს 360- ზე მეტი აქტიური დეველოპერი, არის 430-ზე მეტი პროექტის მხარდამჭერი. ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი პარტნიორ დეველოპერებს სთავაზობს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებულ სექტორულ კვლევებს, ეხმარება გაყიდვების ზრდაში, იქნება ეს ერთობლივი კამპანია, შეთავაზება თუ მომხარებელთან კომუნიკაციის დაგეგმვა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სექტორის განვითარებასა და გაძლიერებას.